დავით ნარმანია თოჯინების საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თოჯინების საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი – Tbilisi Center of Cultural Events-ის მხარდაჭერით იმართება. ARTDOLL TBILISI 2016-ზე მოწვეულნი არიან ცნობილი მეთოჯინეები სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული ქართველი მეთოჯინეები თამარ კვესიტაძე, თორნიკე გოგინაშვილი და სხვები. თბილისის მერმა გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „მოხარული ვარ, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს თოჯინების საერთაშორისო გამოფენას. სამი დღის განმავლობაში, ხელოვნების ამ დარგის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, იხილონ არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში მონაწილეობენ ცნობილი მეთოჯინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, გამოფენა ხელს შეუწყობს ქალაქის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Visited 145 times, 1 visit(s) today