მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ მოეწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა. მათ შორის გამოვლინდა 3 საუკეთესო გუნდი. პირველ ადგილზე მე – 2 სვირის მეორე საჯარო სკოლის, მეორე ადგილზე მე – 7 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილზე მე – 2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. საპრიზო სამეულს 500 ლარიანი ფულადი პრიზი გამგებლის მოადგილემ ვახტან ღამბაშიძემ გადასცა. სიგელები და საჩუქრები კონკურსში მონაწილე ყველა გუნდა გადაეცა.

Visited 197 times, 1 visit(s) today