დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

​დღეს ​გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იანჩისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ისაუბრეს მომავალში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

Visited 129 times, 1 visit(s) today