ფიქრია ჩიხრაძე და ანა დოლიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

05/04/2017

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ესწრებოდნენ.
ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მიყურადების ახალი, გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ყველას მაღალი ინტერესი აქვს. ამ ეტაპზე კი, მნიშველოვანია, მოხდეს კოორდინაცია ყველა იმ ჯგუფს შორის, რომელსაც აქვს სერიოზული ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0