მსხვილი ჩინური კორპორაციები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან. ჩინელმა ინვესტორებმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამ, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინელ ინვესტორებს შეხვდა
01/06/2017