ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ ბონუს სისტემის ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევდა

16/06/2017

საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37 მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს. ევროპელი ექსპერტებს მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა. ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ ბონუს სისტემის ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევდა.
ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა. ზედა, რომლის დროსაც, პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა – როდესაც ბონუსის გათვალსწინებით პირველ ადგილზე გასული პარტია, 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება.
ასევე,იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0