სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება

16/06/2017

2017 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება.

დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლებს.

დოკუმენტების გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0