სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის განვითარების მიმართულებით აქტუალური საკითხების განხილვა.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს სოფლის განვითარების სტრატეგია, რომელიც შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს გულისხმობს: სოფლების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რესურსების მართვა, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ა.შ.
დისკუსიის ფორმატში საბჭოს წევრებმა მცხეთა-მთიანეთის პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთეს, არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, განიხილეს სოფლის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები.
შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „სოფლის განვითარების სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
19/06/2017