“Adjara Fashion Week” -ის კვირეული გაიხსნა

31/07/2016

30 ივლისს, “Adjara Fashion Week” გაიხსნა. აჭარის მოდის კვირეული მეორე წელია ტარდება ბათუმში. მისი დამფუძნებელი და ორგანიზატორი მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი – „ფეშენ გრუპის“ დირექტორი, ქალბატონი, მანანა გოგლიჩიძე გახლავთ.
„ Adjara Fashion Week”- ზე მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები: ბლოკუ, მანანა ქოლექშენ, დანი აბტსიჩეროვი, სალდემიდ, სალომე შანავა, ვადი მერლისი, ტატანა, ლაშა ჯოხაძე, მოდის სახლი „მარიონელა“ და სხვა.

საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ცნობილი უცხოელი მოდელები: მარგარიტა პავლუშინა, რადა კუზმინა, ნატალია კისილიოვა. მსოფლიოში ცნობილი ბაიერი – გეორგი როსტოვშიკოვი და ასევე მოდის კრიტიკოსები.

„აჭარის მოდის კვირეული“ იმართება კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0