„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა

10/09/2017

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღია კარის დღეზე მოწვეულ სტუმრებისთვის სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებს, სტუდენტებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო სწავლებაში გამოყენებული აღჭურვილობა, მძიმე და მსუბუქი ტექნიკა დაეთვალიერებინათ.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის საპარაშუტე ხტომებიც გაიმართა.
„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.
სწავლება ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0