„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა

11/09/2017

„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა.ღონისძიებას ქალაქ ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიზე, სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.მოწვეულ სტუმრებისთვის სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0