BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა

22/05/2017

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით, BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციების წინაშე გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით წამყვან რეგიონულ ორგანიზაციას. ორგანიზაციის მხრიდან ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხს გაზრდის. საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში და მხარს უჭერს რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი „Silk Wind“, სატრანსპორტო დერეფნები „Lapis Lazuli“ და „სპარსეთის ყურე, ირანი – შავი ზღვა, ევროპული ქვეყნები“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0