„Business Georgia”-ს წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში ბიზნეს აქტივობის პოტენციალის გაცნობის მიზნით და სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბიზნეს მედია კომპანიის „Business Georgia”-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან მარსუდ რეზაეისთან ერთად მოინახულეს ფშავი, არაგვის ხეობა და თიანეთში – სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია, როგორც პოტენციური საკურორტო-რეკრეაციული ზონა. ასევე, წეროვანში დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც სამომავლოდ ინოვაციების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანია „Business Georgia”-სა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დაიგეგმა რეგიონული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება. უცხოელი წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ ინდივიდუალურად შეხვდნენ რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

Visited 193 times, 1 visit(s) today