C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი, 10 ივნისიდან, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი, 10 ივნისიდან, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგს მიესალმება.
პრემიერის განცხადებით, დღემდე ეს მხოლოდ მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგია.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში, შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 159 times, 1 visit(s) today