C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭირდო თანამშრომლობით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა 6 მარტს შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილეადის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან. შეხვედრის მთავარი განხილვის თემას წარმოადგენს აღნიშნული გეგმის შეფასება და სერვისთა დეცენტრალიზაციის განხილვა. მთავრობის ერთ-ერთი შემდგომი ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.

Visited 30 times, 1 visit(s) today