C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

25/05/2017

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან. დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0