CEFC-ის მმართველი გუნდი და „საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

CEFC-ის მმართველი გუნდი და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის ოფისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და სასაწყობე მეურნეობებით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. აქცენტები გაკეთდა საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების საკითხზეც. კერძოდ, საუბარი შეეხო ფოთის ეკონომიკურ ზონას, რომლის აქტიური ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცა CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. CEFC-ი ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ. ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე CEFC-ის მმართველი რგოლი დავით საგანელიძემ საქართველოში 27-28 ნოემბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმზე“ მოიწვია, რომლის ერთერთი ორგანიზატორი „საპარტნიორო ფონდია“.
ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. 21 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ მსხვილ კორპორაცია SINO SURE-ს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას გულისხმობს.

Visited 146 times, 1 visit(s) today