„Check in Georgia”-ს ფარგლებში რუსთავში კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის, „Check in Georgia” ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში უკრაინული მუსიკალური ჯგუფის ‘’Epolets’’ და ორი ქართული ჯგუფის – ‘’Young Georgian Lolitaz’’ და ‘’The Jetbird’’კონცერტი გაიმართა.
„Check in Georgia” აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.
პროექტის განხორციელების მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5”.
„Check in Georgia“-ს ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

Visited 204 times, 1 visit(s) today