ENPARD-ის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

02/06/2017

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ENPARD-ის I და II ფაზები შეაჯამეს და ENPARD III-ის ფაზის განახლებული მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრებს ,,სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მიღებულ კანონთან დაკავშირებით და „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ENPARD I-ის და ENPARD II-ის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მდგრადი განვითარების და ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0