ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, 21 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მიერ მოხდა ევროკომისიის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის (ERCC) ჩართულობის უზრუნველყოფით.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი (ERCC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოსათვის სამაშველო ძალების გამოყოფას.
ასევე, საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულმა ცენტრმა დამატებითი სამაშველო ძალების გამოყოფის მიზნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საქმიანობის კოორდინაციის ოფისის (UN-OCHA) საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფს (INSARAG), რომელიც თავის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიო ქვეყნების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეეცდება დახმარების გაწევას.
აღნიშნულის თაობაზე ასევე ინფორმირებულია გაეროს ოფისი საქართველოში.