eTwinning Plus-ის პროგრამამ ონლაინ-ტრენინგების განხორციელება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას “სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

წელს, პროგრამამ პირველად დაიწყო ონლაინ-ტრენინგების განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს პორტალის (https://plus.etwinning.net/) დახმარებით, სახლიდანვე შეუძლია ტრენინგის გავლა.

საერთო ჯამში, პროგრამაში 600 მასწავლებელი ჩაერთო.

Visited 144 times, 1 visit(s) today