EURO 5-ის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა

27/12/2020

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, EURO 5-ის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისს, ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი, ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს 2021 წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ. ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. ფარგლებში, პირველი 10 ერთეული ავტობუსი ქალაქ ქუთაისს 19 ნოემბერს გადაეცა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0