Gem fest 2016 გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Gem fest” გაიხსნა. ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ათასობით ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა. წლევანდელი ფესტივალი ცნობილმა არტისტებმა Paul van Dyk და Evol Weves-მა გახსნეს.
ანაკლიასა და განმუხურში საფესტივალოდ ინფრასტრუქტურა მოეწყო, განთავსდა ბარები, კვების და გართობის ობიექტები, თანამედროვე ლაზერული განათება მოეწყო ანაკლიის ხიდზე.
“Gem Fest”-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა.
გახსნის ცერემონიალს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
ფესტივალი ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში პირველად შარშან გაიმართა. წელს კი პროექტი “Chekin Georgia”-ს ფარგლებში ეწყობა. პროექტი “Chekin Georgia” თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.
“Gem Fest” 2016 14 აგვისტოს დასრულდება, მომავალ წელს კი ფესტივალი 1 თვიანი იქნება.

Visited 630 times, 1 visit(s) today