“Gem-fest 2017”-ის გრანდიოზულად გაიხსნა

16/07/2017

“Gem-fest 2017” გრანდიოზულად გაიხსნა. გახსნის დღეს, მთავარ სცენაზე მსოფლიოში ცნობილმა ვარსვლავებმა Ferry Corsten და Aly & Fila-მ დაუკრეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა, გახსნის დღეს ქართველ და უცხოელ მელომანებს გრანდიოზული ფოიერვერკი შესთავაზეს. დღეს, 16 ივლისს კი “Gem-Fest”-ის მთავარ სცენაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი Steve Aoki დაუკრავს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლიაში 3 წლის წინ დაფუძვნდა წელს მსოფლიო რეკორდს ხსნის და ერთ თვეს გასტანს. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპრტული შეჯიბრებებით შეეძლება. ანაკლიასა და განმუხურში, არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია 20 ათასზე მეტი ადგილი. 10 000 დამსვენებელზეა გათვლილი კარვების ქალაქი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0