GG-ის მოსწავლეები გუბერნატორს შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ალაქსანდრე ღურწკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო გიმნაზიის (GG) მოსწავლეები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მუშაობას გაეცნენ.

„GG“-ის მოსწავლეებს პირადად უმასპინძლა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა მოსწავლეებს რეგიონში მიმიდნარე ახალგაზრდული პროექტები და გუბერნატორის ფუნქციები გააცნო, მოგვიანებით კი მათ კითხვებს უპასუხა.

„ჯიჯიელები“ პირადად გაეცნენ გუბერნატორის მოადგილის სამუშაო გარემოსაც, მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ მუშაობენ რეგიონული პროექტებიის კოორდინირების, ადგილობრივი თვითმმათველობის ორგანოებთან ურთიერთობის და ადმინისტრაციის აპარატის სამსახურები.

„GG“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა უწყებებში.

Visited 174 times, 1 visit(s) today