„GURIA BIO TEA COMPANY LTD“ რეგიონში ჩაის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც გეგმავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„GURIA BIO TEA COMPANY LTD“ – ის მფლობელი ჯეკი ჰუანგი გურიაში იმყოფებოდა. მან სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დავით თენიეშვილის ჩაის საწარმო მოინახულა.
მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდენ. განიხილეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ეტაპებს, თუ როგორ განხორციელდება გურული ჩაის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავება.
ჯეკ ჰუანგი, რეგიონში ჩაის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც გეგმავს, მან ამ ეტაპზე ანასეულის ჩაის ფაბრიკაში ახალი დანადგარები ჩამოიტანა.

Visited 148 times, 1 visit(s) today