Heat Batumi 2016 – გაიხსნა

06/06/2016

ბათუმში ფესტივალი „Heat Batumi“ გაიხსნა. 6 ივნისს,18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ფესტივალი ამერიკული ბენდის, New York Brass Band-ისა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ამერიკელი მუსიკოსები 3 დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გამართავენ კონცერტებს.

“ჰითბათუმი2016” წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს, 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივნისიდან10სექტემბრამდე, ყოველდღე, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ღონისძიებები.

„Heat Batumi 2016” საქართველოს მთავრობისმიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.
„Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia”-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0