I საარტილერიო ბრიგადას 33 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

30/06/2017

I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 33-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან ისინი ამავე ბრიგადაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს განაგრძობენ და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მსგავსად, გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, მათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. ფიცის მიღების ცერემონიალს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო და წვევამდელებს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა პირადად მიულოცა. ცერემონიალზე წვევამდელთა მშობლები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა საბრძოლო მომზადება ოსიაურის სამხედრო ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელებმა 3 თვის განმავლობაში სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0