ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

„დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 106 times, 1 visit(s) today