JSW Group საქართველოში 2 მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

23/01/2018

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, – პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. JSW Group-ის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული. საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე, რომლის შესახებ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. JSW Group-ი მრავალ მილიარდ-დოლარიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0