„Maroon 5”-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi“ ფარგლებში გაიმართა

08/06/2016

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 7 ივნისს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის „Maroon 5“-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუ წარმოადგინა; შესრულდა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები. Maroon 5-ის წევრებმა ანსამბლ „ერისიონთან“ ერთადაც იმღერეს.
„Maroon 5”-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi“ ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა“ და „New York Brass Band”-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi“ საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0