N 5 დაწესებულებაში მყოფ დედებსა და მათ 3 წლამდე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3 წლამდე ბავშვებსა და მათ დედებს სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრებს შორის იყო საბავშვო ბიბლია, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარები.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამონისტროს ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით განხორციელდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შედეგად მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი დედები და ბავშვები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ. სამინისტროს ინიციატივით, პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება და ამ დროის შვილთან ერთად გატარების შესაძლებლობა აქვთ.

Visited 169 times, 1 visit(s) today