N131 საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან, სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდიანრეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Visited 218 times, 1 visit(s) today