NATO-ს კვირეულის ფარგლებში ლიხაურში დასუფთავების აქცია მოეწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოფელ ლიხაურში დასუფთავების აქცია მოეწყო. ეკალბარდებისგან გასუფთავდა ,,ლიხაურის ციხის’’ ( შუა საუკუნეების ძეგლი) გალავანი, კარიბჭე, ციხესიმაგრის შიგნითა და მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, ,,ევროკლუბის,, უცხოელმა მოხალისეებმა , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებმა მიიღეს.
აქციის მიზანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციაა.
ნატოს კვირეულის ფარგლებში გურიაში სხვადასხვა თემატიკის არაერთი ღონისძიება გაიმართება.

Visited 172 times, 1 visit(s) today