NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. კითხვაზე, როგორც შეაფასებდით, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ ძალიან კარგად, 48%- კარგად, 32%-საშუალოდ, 4%- ძალიან ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 8% იუსტიციის სახლების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 42%- კარგად, 31%-საშუალოდ, 5%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად.

პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 4% ძალიან კარგად აფასებს, 33%-კარგად, 43%- საშუალოდ, 13%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან დადებითად აფასებს, 16%- კარგად, 44%-საშუალოდ, 10% – ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს. 13%-კარგად, 42%- საშუალოდ, 15%- ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 10%- კარგად, 38%- საშუალოდ, 16%-ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 7%- კარგად, 47%- საშუალოდ, 27%- ცუდად, ხოლო 5%- ძალიან ცუდად.

Visited 212 times, 1 visit(s) today