NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციას ცესკოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ

20/07/2017

საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციას დღეს ცესკოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესი – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. რა პროექტები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის არჩევნებისთვის, რა სერვისებს სთავაზობს ამომრჩევლებს – ამ საკითხებზე ინფორმაცია დელეგაციის წევრებმა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასგან მიიღეს.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის წევრები საქართველოში 4 დღით იმყოფებიან და ვიზიტის ფარგლებში ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ვიზიტის დასასრულს დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელ დოკუმენტს გამოაქვეყნებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0