RMG კულტურული მემკვიდრეობისთვის- კომპანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს

10/12/2017

კომპანია RMG-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მოაწერა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებენ.
2018-2021 წლებში RMG ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ ქვემოთ ჩამოთვლილ ეროვნული მნიშვნელობის და კულტურული მემკვიდერეობის ძეგლებს:
• ფიტარეთის მონასტერი
• ბოლნისის სიონი
• სამშვილდის ნაქალაქარი
• სათხეს სამონასტრო კომპლექსი
• ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსი
• ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
• შუამთის მონასტერი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0