Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

01/03/2016

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.

“ადრე “შაჰ დენიზიდან” საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძელით ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს”, – განუცხადა აბდულაევმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდს”.

მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, “შაჰ დენიზიდან” დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0