USAID -ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული GEM fest-ის დამფუძვნებელთან ერთდ დაესწრო.
შეხვედრაზე, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. USAID-ის პროექტი ,,ზრდა’’ ანაკლია-განმუხურის განვითარების გენერალურ გეგმის კონცეფციაზე მუშაობს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID – ახორციელებს პროექტს „ზრდა საქართველოში“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. პროექტი 5 წლიანია და მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას და მათთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რომლის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონში’’, – განაცხადა USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მრჩეველმა ბიზნესის განვითარების საკითხებში ნათია გაბელიამ.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის რასაც USAID ჩვენი რეგიონისთვის აკეთებს, ჩვენთვის ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის განვითარება და ადგილობრივების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. მადლობა თქვენ, რომ ამხელა რესურსს და ენერგიას დებთ იმისთის, რომ ყველაფერი სანიმუშოდ იყოს” – განაცხადა USAID-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
სამუშაო შეხვედრას გუბერნატორთან, Gem-fest-ის დამფუძნებელთან და USAID-ის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები და საქართველოს სპელეოკავშირის წევრი რომან თოლორდავა ესწრებოდნენ.
ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, წლევანდელი GEM fest გრანდიოზული იქნება, ის 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი, რომელიც 20 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა 8 სცენა, სადაც 500-ზე მეტი არტისტი წარსდგება მაყურებლების წინაშე.

Visited 254 times, 1 visit(s) today