ბათუმში 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს

23/03/2017

აჭარის ა/რ მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალური ქვა გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. დეკანოზმა თევდორე ახალაძემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1921 წლის მარტს, საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა, რის შემდეგაც, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში 1921 წლის მარტში 50 იუნკერი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალბატონი იყო. იუნკერების საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. ნაწილის გადასვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მალევე მოხდა. 50-დან მხოლოდ 27 იუნკერის ვინაობის დადგენა მოხერხდა.ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0