გამგებელი ფოცხოს მოსახლეობას შეხვდა

25/02/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადებების საფუძველზე, გამგებელმა ადგილობრივების იამზე და ჟუჟა სანაიების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს საკითხების უსწრაფესად შესწავლა დაავალა. მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ფოცხოში, გამგებლის პირველი მოადგილე თენგიზ ლომია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობა 2015 წლიდან ახორციელებს სოციალურად დაუცველ ოჯახთა სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის 122 სოციალურად დაუცველ ოჯახს ავარიული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ გადაეცა საამშენებლო მასალები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0