ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25/09/2017

გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. 4 კმ. და 865 მ. სიგრძის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. პროექტი 3 ეტაპიანია. მიმდინარეობს სამუშაოების მე-2 ეტაპი. სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დავიწყეთ ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში უწევდა არაკომფორტულ პირობებში გადაადგილება. გზა კეთდება კაპიტალურად. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს. „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0