ზესტაფონში მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

26/04/2017

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი სივრცით დაგეგმვის, აქტივების მართვის და კაპიტალური საინვესტიციო გეგმის შესწავლას ეხება და მისი მიზანია დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი დარგის თანამშრომლებს. ტრენინგების კურსის და სახელმძღვანელოების გარდა, შემუშავდება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დაგეგმარებისა და აქტივების მართვის პროცესების გასამართად. პროგრამა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0