ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიონ-ნახევარ ლარს აჭარბებს

24/04/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგეობო რეჟიმში მუშაობს. სპეციალურმა კომისიამ ზარალის სავარაუდო ოდენობა დაადგინა. გუშინდელი გრიგალის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ. საერთო ჯამში, გადახდილია 220 კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, 15 მრავალბინიანი კორპუსი, 4 საბავშვო ბაღი და 1 ბიბლიოთეკა. ძლიერმა ქარმა მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.ზარალი მილიონ- ნახევარ ლარს აჭარბებს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამსახურთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0