სამტრედიაში, ფილიმონ ქორიძის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

20/11/2017

გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ფილიმონ ქორიძის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ დაათვალიერეს. ფილიმონ ქორიძე მე-19 საუკუნეში მოღვაწე სამტრედიის მკვიდრი წმინდანია. იგი მსოფლიო დონის ბარიტოპნი და ლასკალას მომღერალი იყო. სწორედ მან შეაგროვა, დაასაბუთა და რედაქტირება გაუკეთე ქართულ მართლმადიდებლურ საგალობლებს. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის სტილში სრულდება და მშენებლობაში,სრულიად სოფელი აქტიურად არის ჩართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0