საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრა ბიფენტრილის ჯგუფის პრეპარატი გადასცა

24/09/2017

აზიური ფაროსანასთან ბრძოლოს ეფექტიან მეთოდებზე, მოსახლეობის ინფორმირება კონსულტირების მიზნით, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილი და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართეს.

დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრა ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადაცსა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოთ გადასცემს. აღნიშნული პრეპარატი ქობულეთის მოსახლეობას გადაეცემა 5300 ლიტრა, ხელვაჩაურს 4200, ქედის 1400 ხოლო ქ. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს კი 2100 ლიტარა.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0