სოფლებში ზემო სობისსა და ქვემო სობისში ახალი წყლის სისტემა მოეწყო

23/03/2017

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სობისსა და ქვემო სობისში ახალი წყლის სისტემა მოეწყო და მოსახლეობას წყალი საკუთარ ეზოებში უწყვეტად მიეწოდება. დასრულებული პროექტი დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (OSCE), მიერ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს რეგიონალური გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა. ზემო სობისსა და ქვემო სობისში მოეწო სასმელი წყლის მაგისტრალი და შიდა ქსელი ინდივიდუალური მრიცხველებით. მოეწყო ჭაბურღილები, რეზერვუარები და საქლორატოროები. პროექტის ღირებულება ჯამში დაახლოებით 1 200 000 ლარამდეა. სოფლებში სასმელის წყლის სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში ადგილობრივები ხელოვნური ჭებით სარგებლობდნენ, რომელიც სეზონურად შრებოდა. ზემო სობისსა და ქვემო სობისში 400 -ზე მეტი ოჯახი უკვე 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0