ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების განახლება მიმდინარეობს

17/10/2018

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების განახლება მიმდინარეობს. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი არსებული ფილების დემონტაჟი უკვე დაასრულა და ამჟამად ახალი ბაზალტის ფილების დაგებას ახორციელებს. პროექტით გაწერილი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0