შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების ჯგუფის ექსპერტს შეხვდა

26/07/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების ჯგუფის ექსპერტს, ნინა გოგოლაძეს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა სფეროს განვითარების პროცესში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ახალგაზრდული ჯგუფების საკითხზე მომუშავე ექსპერტ-მკვლევარებისა და არასამთავრებო სექტორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო, საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმას, ასევე, დოკუმენტის განახლებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს. შოთა რეხვიაშვილმა, საკითხზე მომუშავე ექსპერტს, რეგიონში, სფეროს განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და არსებული საჭიროებების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანია საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0