ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ჩემპიონატ „ჩვენი მკითხველის“ მორიგი ტური გაიმართა

23/01/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ჩემპიონატ „ჩვენი მკითხველის“ მორიგი ტური გაიმართა, სადაც პირველი და მეორე ადგილების მოპოვებისთვის ერთმანეთს ხაშურის მესამე საჯარო სკოლისა და ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდები ეჯიბრებოდნენ.
დაძაბულ და საინტერსო ორთაბრძოლაში მეორე ადგილი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდს ერგო, პირველ ადგილზე კი სსიპ №IV საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდი გავიდა.
გამარჯვებული გუნდი ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 10 თებერვალს გაიმართება.
პროექტი „ჩვენი მკითხველი“ საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანების ჩემპიონატია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალურ თამაშს გულისხმობს. პროექტის მიზანი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია, ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავება და ცოდნის შეძენის წახალისებაა.
პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0